აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
რეჟისორები
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები, არქიტექტ.
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სამხედრო პირები
დამფუძნებელი კრება
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

ოთარ ჩეჩელაშვილი (1923-1959)

 

საბჭოთა კავშირის გმირი, გვარდიის პოდპოლკოვნიკი. 1940 წელს დაამთავრა თბილისის აეროკლუბი, 1941 წელს — ეისკის სამხედრო საავიაციო სასწავლებელი, 1956 წელს — სამხედრო-საჰაერო ძალების აკადემია. მეორე მსოფლიო ომის დროს იბრძოდა ყირიმის, ჩრდილოეთ კავკასიის, უკრაინის II და I ფრონტებზე. მონაწილეობდა ბერლინის აღებაში. მის ანგარიშზეა 178 საბრძოლო გაფრენა, საჰაერო ბრძოლაში ჩამოაგდო მტრის რამდენიმე თვითმფრინავი, მათ შორის 1 — ტარანით. დაკრძალულია თბილისში, ვაკის სასაფლაოზე.