აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

მიხეილ ჯაფარიძე (1906-1964)

დრამატურგი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე. სწავლა დაიწყო ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში და დაამთავრა თბილისში 1925 წელს საშუალო სასწავლობელი. პარალელურად მეცადინეობდა „პროლეტკულტის“ თეატრალურ სტუდიაში, რომლის დამთავრების შემდეგ პრაქტიკულ საქმიანობას შეუდგა თბილისის მუშათა თეატრში. 1938 წლამდე მუშაობდა სხვადასხვა თეატრში რეჟისორად და მსახიობად. პირველი ლექსები 1924 წელს გამოაქვეყნა. მისი პიესები წარმატებით იდგმებოდა რუსთაველის, მარჯანიშვილის, ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიის, მოზარდ მაყურებელთა, ქუთაისის, ბათუმის, სოხუმის და სხვა ქალაქებსა და კულტურის სახლებში. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.