აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

რევაზ ჯაფარიძე (1923-1999)

 

მწერალი, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი 1956 წელს. პირველი მოთხრობა "სიზმარი ზღვაზე" გამოაქვეყნა 1949 წელს, პირველი რომანი "ხევის პატარძალი" -1951 წელს. ამას გარდა დაწერა ხუთი რომანი: "ჯარისკაცის ქვრივი", "მძიმე ჯვარი", "ვნების კვირა", "გზა გოლგოთისაკენ", "მხევალი უფლისა". მისი სცენარის მიხედვით კინორეჟისორმა თ. აბულაძემ 1958 წელს გადაიღო მხატვრული ფილმი "სხვისი შვილები", 1965 წელს კ. მარჯანიშვილის სახელობის თეატრში დაიდგა "ჯარისკაცის ქვრივი". მუშაობდა ჟურნალ "მნათობის" პროზის განყოფილების გამგედ. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.