აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

ბესარიონ ჟღენტი (1903-1976)

კრიტიკოსი, ლიტერატურათმცოდნე, ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი. 1932-1937 წლებში იყო საქართველოს მწერალთა კავშირის პასუხისმგებელი მდივანი, კინოსტუდიის სასცენო განყოფილების მთავარი რედაქტორი, საქართველოს ლიტფონდის დირექტორი, გამომცემლობა ზარია ვოსტოკას მთავარი რედაქტორის მოადგილე (1946-1951), საქართველოს მწერალთა კავშირის გამგეობის მდივანი (1958-1976), რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ისტორიის ინსტიტუტის საბჭოთა ლიტერატურის განყოფილების ხელმძღვანელი (1964-1976). ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო 1922 წელს. იყო „ფუტურისტ-ლეფელთა“ ჯგუფის ერთ-ერთი ორგანიზატორი და თეორეტიკოსი. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.