აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

დიმიტრი გულია (1874-1960)

აფხაზი მწერალი. აფხაზური ლიტერატურის ფუძემდებელი, აფხაზეთის სახალხო პოეტი (1937). სსრკ IV-V მოწვევების უმაღლესი საბჭოს დეპუტატი. 1951 წელს, მას შემდეგ რაც იოსებ სტალინის მიერ კრიტიკული შეფასებები გაკეთდა 1920-იანი წლების სხვადასხვა ეთნიკური კვლევების მისამართით, დიმიტრი გულიამ გამოსცა ბროშურა სათაურით „ჩემი წიგნის – „აფხაზეთის ისტორიის“ – თაობაზე“, რომელშიც განმარტავს, რომ 1925 წელს მან რიგი ისტორიული ფაქტები „ვერ გაითვალისწინა“, რის გამოც წიგნი არასრული გამოვიდა და მან სხვა მკვლევარებიც შეცდომაში შეიყვანა. ამავე წიგნში გულია ხაზს უსვამს აფხაზების და ქართველების ეთნიკურ ერთობას და ქართული სახელმწიფოს ჩამოყალიბებაში, აფხაზების როლს არ განარჩევს საქართველოს სხვა კუთხეების წარმომადგენლებისგან. დიმიტრი გულია გარდაიცვალა 1960 წლის 7 აპრილს აგუძერაში, გულრიფშის რაიონში. დასაფლავებულია სოხუმში, მისი სახლ-მუზეუმის ეზოში.