აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

ვარლამ ჟურული (1908-1965)

პოეტი, პუბლიცისტი. საშუალო სკოლა დაამთავრა ქუთაისში და შევიდა თბილისის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე, რომელიც დაასრულა 1935 წელს. ამავე პერიოდში წარსდგა საზოგადოების წინაშე პოეტური კრებულით „ვარდის ფურცლობა“. ვ. ჟურულის პირველი ნაწარმოებები ჯერ კიდევ 1924 წელს გამოქვეყნდა ქართულ ჟურნალ-გაზეთებში და აქედან მოყოლებული იგი სიცოცხლის ბოლომდე ემსახურებოდა ამ კეთილშობილურ საქმეს. თავდაპირველად იყო „ფუტურისტ-ლეფელთა“ ჯგუფის წევრი, მაგრამ მალე დაუახლოვდა პროლეტარული მწერლობის წარმომადგენლებს ეგრეთწოდებულ „ახალთაობელებს“. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.