აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

პოლიკარპე კაკაბაძე (1893-1972)

დრამატურგი. მისი პირველი ნოველა "ბრძენი მოქანდაკე" დაიბეჭდა 1915 წელს ჟურნალში "თეატრი და ცხოვრება." კაკაბაძის პირველი მნიშვნელოვანი დრამატული ნაწარმოებია პიესა "გზაჯვარედინზე'', რომელიც წარმატებით დაიდგა ბაქოს სცენაზე 1918 წელს. 1919 წელს კაკაბაძის მიერ დაარსებულ ჟურნალში "შვიდი მნათობი" დაიბეჭდა მისი პიესები "სისხლი სინათლემდე" და "სამი ასული" . 1925 წელს რუსთაველის სახელობის თეატრის სცენაზე დაიდგა მისი დრამა "ლისაბონის ტუსაღები". დიდი პოპულარობით სარგებლობდა პ. კაკაბაძის კომედია "ყვარყვარე თუთაბერი", რომელიც ქართული კომედიოგრაფიის საუკეთესო ნიმუშია. სიცოცხლის ბოლო ათწლეულში პ. კაკაბაძე ინტენსიურად მუშაობდა ისტორიულ დრამისა და ტრაგედიის ჟანრში. ამ პერიოდში მან გამოაქვეყნა დრამატული პოემები "მეფე ვახტანგ პირველი გორგასალი" (1966), "მეფე ბაგრატ მეშვიდე" (1967), ტრაგედია "მეფე დიმიტრი თავდადებული" (1971). დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.