აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
რეჟისორები
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები, არქიტექტ.
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სამხედრო პირები
დამფუძნებელი კრება
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

კარლო კალაძე (1907-1988)

 

პოეტი, დრამატურგი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე. 1924 წელს რედაქტორობდა ჟურნალ „პროლემაფს“. 1927-1930 წლებში იყო მარჯანიშვილის სახელობის თეატრის დირექტორი. 1931 წელს მისი ინიციატივით ქუთაისში დაარსდა ლიტერატურული გაზეთი „სიტყვა და საქმე“. იგი იყო 1924 წელს ჩამოყალიბებული ახალგაზრდა პროლეტარული მწერლობის ორგანიზაციის ერთ-ერთი დამაარსებელი. მან აქტიური როლი შეასრულა საქართველოს მწერალთა კავშირის შექმნაში, იყო ამ კავშირის პრეზიდიუმის წევრი. კარლო კალაზეს დიდი ამაგი მიუძღვის დრამატურგიაზეც. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.