აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

დოდო ანთაძე (1900-1978)

რეჟისორი, თეატრალური მოღვაწე, კოტე მარჯანიშვილის მოწაფე, სსრკ სახალხო არტისტი (1971). 1919-1920 წლებში სწავლობდა თბილისის ა. ჯაბადარის დრამატულ სტუდიაში. 1920-1925 წლებში მუშაობდა რეჟისორის თანაშემწედ, ხოლო 1925 წლიდან რეჟისორად რუსთაველის სახელობის თეატრში, 1927-1928 წლებში რეჟისორად თბილისის მუშათა თეატრში. 1928 თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრის ხელმძღვანელი, 1928-1933 წლებში რეჟისორია ქუთაისში. 1933-1938 წლებში მუშაობდა თბილისის კ. მარჯანიშვილის სახელობის თეატრის, 1938-1952 კი - ქუთაისის ლ. მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრის დირექტორედ და სამხატვრო ხელმძღვანელად, 1952-1957 თბილისის ა. გრიბოედოვის სახელობის რუსულ დრამატულ თეატრის, ხოლო 1957-1962 რუსთაველის სახელობის თეატრის დირექტორად. 1962-1974 საქართველოს თეატრალური საზოგადოების თავმჯდომარე იყო. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.