აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

დიმიტრი (დოდო) ალექსიძე (1910-1984)

 

რეჟისორი, პედაგოგი და თეატრალური მოღვაწე. საქართველოს  სახალხო არტისტი (1955), უკრაინის სსრ სახალხო არტისტი (1969), აფხაზეთის (1975), სსრკ სახალხო არტისტი (1978), შოთა რუსთაველის (1985), კ. მარჯანიშვილის (1976) და ტ. შევჩენკოს (1970) სახალხო პრემიების ლაურეატი. საქართველოს თეატრალური საზოგადოების თავმჯდომარე (1974-1984). 1935 წლიდან იყო რუსთაველის სახელობის თეატრის დამდგმელი რეჟისორი (1959-1964 მთავარი რეჟისორი). ალექსიძე ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. 1939-1964 და 1970-დან სიცოცხლის ბოლომდე იგი თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეტრალური ინსტიტუტის რეჟისურისა და აქტიორული ოსტატობის კათედრის გამგეა, 1950-1951 წლებში იყო ინსტიტუტის დირექტორი, ხოლო 1966-იდან - კიევის თეატრალური ინსტიტუტის პროფესორი და თეატრალური სტუდიის ხელმძღვანელი. დაწერილი აქვს წიგნები: "მსახიობის აღზრდის საკითხისათვის" (1956), "რეჟისორის მუშაობა სპექტაკლზე" (1961). დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.