აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

ივანე ფალიაშვილი (1868-1934)

დირიჟორი, პიანისტი, ორგანისტი. საქართველოს სახალხო არტისტი (1924). ერთხანს ორგანისტად მუშაობდა თბილისის ქართველ კათოლიკეთა ეკლესიაში. 1888 წლიდან მღეროდა ვლადიმერ აღნიაშვილის ეთნოგრაფიულ გუნდში. სადირიჟირო მოღვაწეობა დაიწყო ქართული თეატრის საოპერო დასში. 1892 წელს მიწვეულ იქნა თბილისის „სამუსიკო წრის“ დირიჟორად (აქ მის სპექტაკლებში მონაწილეობდა თედორე შალიაპინი). 1893-1922 მუშაობდა აგრეთვე უკრაიინისა და რუსეთის საოპერო თეატრებში და ანტრეპრიზებში დირიჟორად ქორმაისტერად. 1922-1934 წლებში მუშაობდა თბილისის საოპერო თეატრის მთავარ დირიჟორად. იყო „ახალგაზრდა ქართვერლ მუსიკოსთა საზოგადოების“ სიმფონიური ორკესტრის ერთ-ერთი დამაარსებელი (1923-1928). მისი დირიჟორობით თბილისში პირველად აჟღერდა ბეთჰოვენის IX სიმფონია. დაკრძალულია მთაწმინდის პანტეონში.