აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
რეჟისორები
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები, არქიტექტ.
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სამხედრო პირები
დამფუძნებელი კრება
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

ზაქარია ფალიაშვილი (1871-1933)

კომპოზიტორი, დირიჟორი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე. საქართველოს სახალხო არტისტი. ქართული ეროვნული საკომპოზიტორო სკოლის ფუძემდებელი, კლასიკოსი. თავდაპირველი მუსიკალური განათლება უფროსი ძმის ივანეს ხელმძღვანელობით მიიღო ქუთაისში; სწავლობდა ფორტეპიანოსა და ორგანზე დაკვრას; მღეროდა ეკლესიის გუნდში, 1887 წლიდან კი თბილისში - ლ. აღნიაშვილის გუნდში; 1891 წლიდან თბილისის სამუსიკო სასწავლებელში სწავლობდა ვალტორნაზე დაკვრას; 1895–1899წწ. თეორიულ დისციპლინებში მეცადინეობდა; 1896 წლიდან დაიწყო ქართული ხალხური სიმღერების ჩაწერა და დამუშავება(შექმნა თავისი პირველი ნაწარმოებები); 1900–1903წწ. უმაღლესი მუსიკალური განათლება მიიღო მოსკოვის კონსერვატორიაში; აქვე ჩამოაყალიბა ქართველ სტუდენტთა გუნდი და მართავდა ქართული ხალხური მუსიკის საღამოებს; 1903 წელს დაბრუნდა საქართველოში და დაიწყო ინტენსიური შემოქმედებითი, პედაგოგიური და საშემსრულებლო მოღვაწეობა. დაკრძალულია მისივე სახელობის  ოპერისა და ბალეტის თეატრის ბაღში.