აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

ჯუმბერ მეძმარიაშვილი (1929-1961)

მთამსვლელი, სპორტის ოსტატი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი და დაიწყო ჟურნალისტობა. ჯერ კიდევ სტუდენტობისას გაიტაცა კრივმა, იყო ამიერკავკასიისა და საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი, ჭაბუკთა შორის საბჭოთა კავშირის ჩემპიონი. ალპინიზმით 1950 წელს დაინტერესდა და სულ მალე გარკვეულ წარმატებებსაც მიაღწია: 1955 წელს სტალინის პიკის დაპყრობისათვის, 1960 წელს პიმირის, ზულუმარტისა და იმიერალის ქედების ტრავერსისათვის, სამჯერ ოქროს მედალი დაიმსახურა, ხოლო 1955 წელს პამირის ერთი მწვერვალისა და 1956 წელს მოსკოვის პიკის დაპყრობისათვის ორჯერ ვერცხლის მედლით დაჯილდოვდა. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.