აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

ალექსანდრე (ატე) ნემსიწვერიძე (1890-1973)

ალპინისტი. სსრ კავშირის სპორტის ოსტატი. საქართველოს სსრ დამსახურებული მწვრთნელი. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტზე, რომელიც 1935 წელს დაამთავრა.და შეუდგა პედაგოგიურ მოღვაწეობას, ხოლო მისი ალპინისტური ცხოვრება მოგვიანებით,1945 წელს, ლეგენდარულ მთასვლელ ალიოშა ჯაფარიძესთან, გამოჩენილ მწერალსა და ალპინისტთან ლევან გოთუასთან ერთად ხვამლისა და ორხვის ბუნებრივი და ხელოვნურიგამოქვაბულების შესწავლისას დაიწყო. ის ბრწყინვალედ ფლობდა ალპინიზმის ტექნიკას. პირველმა დააყენა მთაზე ასვლის ტემპის საკითხი. 1949 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე მოღვაწეობდა პედაგოგიურ ინსტიტუტში. ალექსანდრე ნემსიწვერიძე გარდაიცვალა 1973 წლის 13 მარტს. დაკრძალულია ქუთაისში, მწვანეყვავილას პანთეონში.