აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

გივი ნოდია (1948-2005)

ფეხბურთელი, თამაშობდა თავდამსხმელის პოზიციაზე. იყო თბილისის „დინამოსა“ და საბჭოთა კავშირის ნაკრების წევრი. მოგვიანებით თბილისის „დინამოს“ მწვრთნელი. მისი დებიუტი საბჭოთა კავშირის ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებში შედგა 1967 წლის 29 ნოემბერს, ამხანაგურ შეხვედრაში ჰოლანდიის წინააღმდეგ. 1968 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე იგი მოხვდა შემადგენლობაში, თუმცა ამ ჩემპიონატში თამაში არ ჩაუტარებია, მან ითამაშა 1970 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატზე და ისტორიაში შევიდა როგორც პირველი ფეხბურთელი, რომელმაც მსოფლიო თასის ისტორიაში პირველად მიიღო ყვითელი ბარათი. მან ასევე მონაწილეობა მიიღო 1972 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატში, სადაც სსრკ ფინალში გავიდა. დაკრძალულია საბურთალოს სასაფლაოზე.