აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

გიორგი ბაბილოძე (1911-1990)

სპორტსმენი-ტანმოვარჯიშე, ქართველ ტანმოვარჯიშეთა ძველი თაობის წარმომადგენელი. სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი (1947), სსრკ დამსახურებული მწვრთნელი (1957), საკავშირო კატეგორიის მსაჯი (1940), საქართველოს ფიზკულტურისა და სპორტის დამსახურებული მუშაკი (1971). 1937 წელს დაამთავრა ამიერკავკასიის ინდუსტრიული ინსტიტუტი, ხოლო 1947 - ფიზკულტურის ცენტრალური საკავშირო ინსტიტუტის ფილიალი. სსრკ ჩემპიონი ორძელზე (1939) და რგოლებზე (1940) ვარჯიშში. სსრკ ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (1932). საკავშირო პროფკავშირების აბსოლუტური ჩემპიონი მრავალჭიდში (1939). მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს პანთეონში.