აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

ნესტორ ესებუა (1864-1931)

ფალავანი, მოჭიდავე. საჭიდაო ასპარეზზე გამოვიდა 1885 წელს. დიდი წარმატებით გამოდიოდა საქართველოსა და რუსეთის ქალაქებში, ასევე სტამბოლსა და პარიზში. აღიარებული იყო სახალხო მოჭიდავედ.  აკაკი წერეთელმა ნესტორ ესებუასა და კულა გლდანელს უძღვნა პოემა "ჭიდაობა"(1888). პერსონალურად იყო მიწვეული პარიზის საერთაშორისო გამოფენის გახსნასთან დაკავშირებით გამართულ შეჯიბრებაში, რომელშიც მსოფლიოს 300-მდე საუკეთესო მოჭიდავე მონაწილეობდა. დაამარცხა 10 მეტოქე, რისთვისაც ჯილდოდ გადასცეს 1000 ფრანკი და ოქროს ჟეტონი. 1919 წელს ჭიდაობიდან აღებული ფულიდან 400 მანეთი შესწირა სენაკის სკოლის მშენებლობას. ფულით ეხმარებოდა წითელი ჯვრის საზოგადოებას. 1931 ნწლის 7 აგვისტოს, როდესაც ის მშობლიურ სოფელ სორტაში მიდიოდა, მოულოდნელად, მოსახვევში ეტლი გადაუბრუნდა და სხეული დაუზიანდა. იგი ორი თვის ავადმყოფობის შემდეგ, 1931 წლის 7 აგვისტოს, 67 წლის ასაკში გარდაიცვალა. დაკრძალულია სოფელ სორტაში, სენაკის რაიონი.

აქ განისვენებს საქართველოს ბეჭდაუდებელი ფალავანი ნესტორ ესებუა