აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

პიმენ დვალი (1880-1929)

მთამსვლელი. 1929 წელს საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების თაოსნობით დაიგეგმა ექსპედიცია თეთნულდზე. მას გიორგი ნიკოლაძე ხელმძღვანელობდა. მის შემადგენლობაში იყო პიმენ დვალიც, რომელიც 1924-1926 წლებში ზემო სვანეთის ადგილობრივ ორგანიზაციაებს ხელმძღვანელობდა. 27 აგვისტოს, ალპინისტთა სამკაციანი ჯგუფი მწვერვალისკენ გავიდა, თუმცა პიმენ დვალი ყინულზე მოსწყდა და მის დასახმარებლად მისულ სიმონ ჯაფარიძესთან ერთად ფერდობზე დაეშვა. პიმენ დვალის ცხედარი მაშველმა ჯგუფმა მალევე იპოვნა, ხოლო სიმონ ჯაფარიძის პოვნა მხოლოდ ათი დღის შემდეგ მოხერხდა. დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს პანთეონში.