აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
რეჟისორები
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები, არქიტექტ.
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სამხედრო პირები
დამფუძნებელი კრება
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

ოთარ გორდელი (1928-1994)

კომპოზიტორი. 1959 წლიდან იყო თბილისის კონსერვატორიის პედაგოგი; 1982 წლიდან პროფესორი; მის მიერ შექმნილი ნაწარმოებებია: კანტატა "წელიწადის დრონი"(1954), ვოკალურ–სიმფონიური პოემა "რაზედ ბუტბუტებს მტკვარი"(1961) , "ახალგაზრდული უვერტიურა"(1956), ცეკვა "ქართული" სიმფონიური ორკესტრისათვის(1958), კონცერტი ფლეიტისა და სიმფონიური ორკესტრისათვის(1958), კამერულ–ვოკალური და საგუნდო ნაწარმოებები; ოპერეტები: "ნატვრის თვალი"(1980), "ჩემი საყვარელი ბიძა"(1983); საესტრადო მუსიკა; მუსიკა სპექტაკლებისა და კინოფილმებისათვის. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.