აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

ია (ილია) კარგარეთელი (1867-1939)

კომპოზიტორი, ფოლკლორისტი, მომღერალი (ტენორი) და საზოგადო მოღვაწე. საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1938). 1889-1891 წლებში სწავლობდა მოსკოვის ფილარმონიის მუსიკალურ-დრამატულ სასწავლებელში ვოკალურ და თეორიულ განყოფილებებზე. 1895 წელს დაბრუნდა თბილისში. ამ პერიოდში შექმნა პირველი ნაწარმოებები — რომანსები „შევიშრობ ცრემლსა“ და „ლამაზო ქალო“. 1896 წლიდან ოპერის თეატრის სოლისტია, მან აქტიური მონაწილეობა მიიღო საქართველოს ფილარმონიული საზოგადოების დაარსებასა (1903) და შემდგომ მუშაობაში. 1908 წელს კარგარეთელმა გამოსცა თავისი შეკრებილი ქართული პოეტური ფოლკლორის ნიმუშები. 1910 წელს დააარსა ქართული საგუნდო საზოგადოება. 1910 წლიდან ასწავლიდა სიმღერასა და მუსიკას თბილისის სასულიერო სემინარიაში, 1922-1925 წლებში მუსიკის ისტორიასა და თეორიას თეორიას თბილისის კონსერვატორიაში. დაკრძალულია ვაკის სასაფლაოზე