აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

არჩილ კერესელიძე (1912-1971)

კომპოზიტორი, საქართველოს სახალხო არტისტი. იგი სულ რაღაც 17 წლის სტუდენტი იყო, როცა საოპერო თეატრის კონცერტმაისტერი გახდა. 1935 წელს კერესელიძე მოსკოვის კონსერვატორიაში ჩაირიცხა. 1942 წელს კერესელიძე კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრში მუსიკალური ნაწილის გამგედ მიიწვიეს. მისი მოღვაწეობით და მონაწილეობით სხვადასხვა დროს (1942-1954 წლებში) თეატრის სცენაზე დაიდგა: „დავით აღმაშენებელი“, „მეფე ერეკლე“, „რომეო და ჯულიეტა“, „კაცია ადამიანი?!“, „მაია წყნეთელი“ და სხვა. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.