აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
რეჟისორები
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები, არქიტექტ.
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სამხედრო პირები
დამფუძნებელი კრება
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

იოსებ კეჭაყმაძე (1939-2013)

კომპოზიტორი. 1966 წელს მუშაობა დაიწყო მუსიკალურ - ქორეოგრაფიული საზოგადოების პრეზიდიუმში სხვადასხვა თანამდებობებზე. 1968 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას კონსერვატორიაში. 1980-2007 წლებში იყო საგუნდო - სადირიჟორო კათედრის გამგე. 1984 წელს მიენიჭა პროფესორის წოდება. 1972 წლიდან საქართველოს კულტურის სამინისტროში იყო მუსიკალურ დაწესებულებათა სამმართველოს უფროსი, სარეპერტუარო--სარედაქციო კოლეგიის მთავარი რედაქტორი. 1993 წლიდან იყო ზ. ფალიაშვილის სახელობის პრემიის კომიტეტის თავმჯდომარე.2002 წლიდან კულტურის მინისტრის მრჩეველი. დაკრძალულია დიდუბის ხელოვანთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.