აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

ნესტორ ერისთავი (1875-1961)

მსახიობი. 1875 წლის 15 ნოემბერს ოზურგეთში, ქუთაისის მაზრაში დაბადებულა ნესტორ ერისთავი. მსოფლიო "ერისტოფად" რომ იცნობს. ეს სიმპათიური გარეგნობის ახალგაზრდა არც მეტი, არც ნაკლები, ჰოლივუდურ 11 ფილმშია გადაღებული. ამათგან გამოსარჩევია სამი ფილმი, - 1955 წელს გადაღებული ალფრედ ჰიჩკოკის რომანტიკული თრილერი "ქურდის დაჭერა"; 1944 წელს ოტო პრემინგერის გენიალური "ლაურა" და 1946-ში ეკრანებზე გამოსული ედმუნდ გულდინგის "დანის პირზე". მის შემოქმედებით "პორტფელიოში" აგრეთვე გახლავთ ისეთი ფილმები, როგორიცაა "ეგვიპტელი", მაიკლ კურტისის ეპიკური დრამა, სადაც პეტერ უსტინოვი და ბელა დარვი თამაშობენ; პრესტონ სტურგესის "მშვენიერი ქერა" და ეკატერინე დიდზე გადაღებული "სამეფო სკანდალი". ნესტორ ერისთავი 1961 წლის 24 ოქტომბერს გარდაიცვალა ჰოლივუდში და მეუღლესთან, პრინცესა ანა ერისთავთან ერთადაა დაკრძალული. მის გვერდით - ჯო დასენის, მიკი რუნის, ჩარლ ჩაპლინ უმცროსის, დუგლას ფეირბენქსის, ჯონი რამონეს გარდა, მსოფლიო კინოს მთელი ვარსკვლავეთი განისვენებს. საფლავის სურათი და ტექსტი აღებულია გვერდიდან: http://www.kutaisipost.ge/…/13405-ucnobi-qarthveli-11-holiv…