აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

ფილიპე გოგიჩაიშვილი (1872-1950)

ექიმი, მწერალი, ეკონომისტი, პუბლიცისტი, კრიტიკოსი. 1894 წელს დაამთავრა თბილისის მე-2 გიმნაზია, 1899 წელს მოსკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი, 1900 წლიდან მუშაობდა ექიმად სოფელ დიდ ჯიხაიშსა და გორისაში, შემდეგ — ქუთაისში. 1901 წელს დაამთავრა ლაიფციგის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტის ეკონომიური განყოფილება. იყო „მესამე დასის“ წევრი, შემდეგ — მენშევიკ-ავტონომისტი, „ალიონელი“, 1906 წელს იყო პირველი სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი ქუთაისის გუბერნიიდან, 1907 წლიდან სამუშაოდ გადავიდა თბილისში, 1910 წელს დააპატიმრეს და ერთი წელი მეტეხის ციხეში იმყოფებოდა. მენშევიკების მმრათველობის წლებში საქართველოს ეროვნული კრების, პარლამენტისა და დამფუძნებელი კრების წევრი იყო. დემოკრატიული რესპუბლიკის მრავალპარტიულმა პარლამენტმა ერთხმად აირჩია სახელმწიფო კონტროლიორად. 1918 წელს ივანე ჯავახიშვილმა ფილიპეს დააკისრა ყველაზე რთული საქმე, უნივერსიტეტის დაარსებისა და მისი არსებობისათვის საჭირო მატერიალური სახსრების მოპოვება, რასაც მან ბრწყინვალედ გაართვა თავი მთელი ქართველი ხალხის თანადგომით. ამავე დროს კითხულობდა ფინანსების, სტატისტიკისა და ეკონომიური აზრის ისტორიის საუნივერსიტეტო კურსებს. გოგიჩაიშვილს დიდი წვლილი მიუძღვის ქართულ ფოლკლორისტიკაშიც. 1904 წელს ანდერძით მიიღო პეტრე უმიკაშვილის მიერ შეკრებილი ქართული ფოლკლორის ნიმუშთა უმდიდრესი კოლექცია, რომელიც შემდეგ გამოაქვეყნა. მის უმწიკვლო რეპუტაციაზე ისიც მეტყველებს, რომ ანდერძის ერთ-ერთ აღმსრულებლად ილია ჭავჭავაძემ და იაკობ გოგებაშვილმა ფილიპე გოგიჩაიშვილი დატოვეს. სიცოცხლის ბოლო წლებში მუშაობდა მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკის ინსტიტუტში. დაკრძალულია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში.