აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

ჯვებე იოსელიანი (1894-1928)

ზოოტექნიკოსი. 1915 წელს შევიდა ხარკოვის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში, რომელიც ვერ დაამთავრა ჯარში გაწვევის გამო. დემობილიზაციის შემდეგ სწავლასმოწყურებული ახალგაზრდა გერმანიაში გაემგზავრა და ჩაირიცხა ბონის აგრონომიულ აკადემიაში რომელიც დაასრულა 1921 წელს პირველი ხარისხის სწავლული აგრონომის წოდებით. შემდეგ სადოქტორო დისერტაციის მოსამზადებლად გადავიდა ქ. ჰალეში. დაიცვა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი. 1923 წელს სამშობლოში დაბრუნებული მიიწვიეს აგრონომიული ფაკულტეტის დოცენტად, მიანდვეს ზოოტექნიკის კათედრა, ხოლო შემდეგ სათავეში ჩაუდგა მის მიერვე დაარსებულ შინაურ ცხოველთა მომშენებლობასა და გენეტიკის კათედრას. 1927 წელს ჯვებე იოსელიანი გადაიყვანეს საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის დირექტორის მოადგილედ, სადაც სამეცნიერო საქმიანობას განაგრძობდა იქვე, მუზეუმის ზოოლოგიის განყოფილებაში. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.