აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

ვერიკო ანჯაფარიძე (1900-1987)

მსახიობი. საქართველოს (1943) და სსრკ (1950) სახალხო არტისტი. სსრკ სახელმწიფო (1943, 1946, 1952), შოთა რუსთაველის სახელობის (1979) და კ. მარჯანიშვილის სახელობის (1975) პრემიების ლაურეატი. თანამედროვე ქართული თეატრის ერთ-ერთი ფუძემდებელი. კინოში იღებდნენ 1925 წლიდან. 1980 წელს აირჩიეს თბილისის საპატიო მოქალაქედ. შემოქმედებით ასპარეზზე ერთად მოღვაწეობამ დააახლოვა ვერიკო და მიხეილ ჭიაურელი და ისინი დაოჯახდნენ. მათი ქალიშვილი იყო მსახიობი სოფიკო ჭიაურელი. ვერიკო ანჯაფარიძე გარდაიცვალა 1987 წელს. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში.