აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

აკაკი ვასაძე (1899-1978)

 

მსახიობი, რეჟისორი, საქართველოს სახალხო არტისტი, სსრკ სახალხო არტისტი, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი. 1916 წელს დაიწყო სასცენო მოღვაწეობა ქუთაისის თეატრში; 1920-1958 წლებში მოღვაწეობდა რუსთაველის თეტრში. 1935-1955 წლებში იყო ამავე თეატრის, ხოლო 1958-1968 წლებში იყო ქუთაისის მესხიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი. 1923 წლიდან მოღვაწეობდა კინოში. მის მიერ განსახიერებული როლებიდან აღსანიშნავია: შაჰ-აბასი („გიორგი სააკაძე“), მამასახლისი („მაგდანას ლურჯა“), ფარსმან სპარსი („დიდოსტატის მარჯვენა“), ყანდური („დათა თუთაშხია“). 1926 წლიდან ეწეოდა რეჟისორულ მოღვაწეობას. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.