აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
რეჟისორები
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები, არქიტექტ.
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სამხედრო პირები
დამფუძნებელი კრება
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

ალექსანდრე გომელაური (1907-1966)

 

საქართველოს სახალხო არტისტი 1927 წელს სასცენო მოღვაწეობა დაიწყო თბილსის მუშათა თეატრში; 1928-1931წწ. მუშაობდა თბილისის მოზარდ მაყურებელთა ქართულ თეატრში; 1931-1933წწ. ქუთაისის მოზარდ მაყურებელთა ქართულ თეატრში; 1933 წლიდან გარდაცვალებამდე იყო კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის მსახიობი; შესრულებული აქვს 150–მდე როლი, მათ შორის: შვეიკი(ი. ჰაშეკის "გულადი ჯარისკაცი შვეიკი"), კაკუტა(პ. კაკაბაძის "ყვარყვარე თუთაბერი"), გიორგი(ი. ჭავჭავაძის "ჩატეხილი ხიდი"), ილია ჭავჭავაძე(გ. ნახუცრიშვილის "წიწამური"), გიჟუა და მოურავი(ა. ცაგარელის "რაც გინახავს ვეღარ ნახავ"); კინოროლებიდან აღსანიშნავია: სამხედრო ექიმი(1941, "ქალიშვილი გაღმიდან"), დევი(1955, "ცისკარა"), ომარაშვილი(1957, "ოთარაანთ ქვრივი"), ილია ჭავჭავაძე(1961, "გლახის ნაამბობი"). დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.