აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

ბაბო გამრეკელი(1893-1970)

 

მსახიობი, საქართველოს დამსახურებული არტისტი. მასნ სასცენო მოღვაწეობა დაიწყო 1913 წელს მოსკოვში კოტე მარჯანიშვილის ხელმძღვანელობით ე.წ. „თავისუფალ თეატრში“ 1916 წელს დაბრუნდა სამშობლოში და მუშაობდა ქუთაისისა და თბილისის თეატრებში. 1920 წლიდან იგი სახელმწიფო დრამის თეატრის (ყოფილი არტისტული საზოგადოების თეატრი, რომელსაც 1921 წლის 25 ნოემბერს ეწოდა შოთა რუსთაველის სახელი) მსახიობია. დაახლოებით 6 წლის განმავლობაში მას უხდებოდა კოტე მარჯანიშვილთან მოღვაწეობა. 1928 წლიდან წელიწადნახევარი ბაბო გამრეკელი მოზარდ მაყურებელთა ქართულ თეატრშია. შემდეგ იგი ისევ კოტე მარჯანიშვილის თეატრს უბრუნდება, სადაც სულ 42 წელი იღვაწა. 1948 წლიდან გარდაცვალებამდე იყო ამავე თეატრის მუზეუმისა და ბიბლიოთეკის გამგე. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.