აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

ჯუნა დავითაშვილი (1949-2015)

 

ასურელი ნათელმხილველი, ასტროლოგი და პოეტი. ალტერნატიული მეცნიერებების საერთაშორისო აკადემიის პრეზიდენტი. 1980 წლიდან ცხოვრობდა და მუშაობდა მოსკოვში. 1990 წელს ორგანიზება გაუწია ალტერნატიული მეცნიერებების საერთაშორისო აკადემიას, ხოლო 1994 წლის ივნისში 5 წლით აირჩიეს არატრადიციული მედიცინის საერთაშორისო ღია უნივერსიტეტის პრორექტორად კოლომბოში. 1997 წელს საკუთარი თავი ასურელი ხალხის დედოფლად გამოაცხადა.ამავე პერიოდში ის რუსეთის პრეზიდენტის ბორის ელცინის მრჩეველი იყო. ჯუნა დავითაშვილი მკურნალობის გარდა დაკავებული იყო ლექსების წერითა და ხატვით. 1994 წელს დაჯილდოვდა ხალხთა მეგობრობის ორდენით. გარდაიცვალა 2015 წლის 8 ივნისს 66 წლის ასაკში. ჯუნა დავითაშვილი ორი დღის განმავლობაში კომაში იმყოფებოდა. დაკრძალულია მოსკოვში, ვაგანკოვოს სასაფლაოზე