აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

სილოვან ხუნდაძე (1860-1928)

 

პედაგოგი, ახალი ქართული სალიტერატურო ენის ერთ-ერთი დამდგენი, ლიტერატორი და პუბლიცისტი. 1884 წელს დაამთავრა სანქტ-პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლურ ენათა ფაკულტეტი. პეტერბურგიდან სამშობლოში დაბრუნებისთანავე, 1884 წლის შემოდგომაზე, სილოვან ხუნდაძე შეუდგა პედაგოგიურ და საზოგადოებრივ მოღვაწეობას. 1888 წლამდე იგი პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა სენაკის ქართულ სადავადაზნაურო სკოლაში. 1888 წელს იგი დაინიშნა ქუთაისის ქართული სათავადაზნაურო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგად. 1907 წელს სილოვან ხუნდაძე აირჩიეს საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების დამფუძნებელ წევრად. 1913 წელს მისი ინიციატივით დაარსდა ამ საზოგადოების ქუთაისის განყოფილება. 1916 წელს იგი იყო დასავლეთ საქართველოს მასწავლებელთა კავშირის ერთ-ერთი ფუძემდებელი. გარდა ამისა, 1910 წელს იოსებ ოცხელთან ერთად მან დააარსა გამომცემლობა "მერანი", რომელმაც გამოსცა არაერთი მნიშვნელოვანი სახელმძღვანელო. 1919 წელს გიმნაზიის დირექტორად დაინიშნა სილოვან ხუნდაძე. ამ მოვალეობას ასრულებდა იგი 1923 წლამდე. დაკრძალულია ქუთაისში, საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.