აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

ოლღა გურამიშვილი-ჭავჭავაძისა (1842-1927)

ილია ჭავჭავაძის მეუღლე, ილია ჭავჭავაძესა და ოლღა გურამიშვილის ჯვრისწერა საიდუმლოდ, 1863 წლის 10 აპრილს თბილისში, სამების ეკლესიაში ჩატარდა. 1895 - 1906 წწ. ქართველ ქალთა საქველმოქმედო საზოგადოების თავმჯდომარე, ოლღას დიდბუნოვნება და საქები ადამიანობა კიდევ უფრო გამოიკვეთა მაშინ, როდესაც ილიას მკვლელებს სიკვდილით დასჯა გადაუწყვიტეს. მან უმაღლეს მთავრობას თხოვნით მიმართა - მკვლელები შეეწყალათ, იმიტომ, რომ თავად ილია სასტიკი წინააღმდეგი იქნებოდა სიკვდილით დასჯისაო. 1927 წლის 25 აპრილს აღესრულა, 85 წლის ასაკში. ქართველმა ერმა 29 აპრილს მთაწმინდაზე,დიდებული მეუღლის გვერდით მიუჩინა განსასვენებელი.