აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

რევაზ ადამია (1952-2014)

პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი. 2002-2006 წლებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში. 1993-1995 წლებში რევაზ ადამია იყო საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომისიის მდივანი, ხოლო 1995-2002 წლებში საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე. 1999-2001 წლებში არჩეულ იქნა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტად. 1992-2001 წლებში რევაზ ადამია იყო რუსეთის სამხედრო ბაზების საქართველოდან გაყვანის მოლაპარაკებებში საქართველოს სახელმწიფო დელეგაციის წამყვანი წევრი და 1999 წლის სტამბოლის ეუთოს სამიტზე მიღებული უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებების ერთ-ერთი აქტიური მონაწილე. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.