აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

კომანდო გოგელია (1878-1924)

რევოლუციონერი, ანარქისტი. დაამთავრა ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელი, შემდეგ ქუთაისის საულიერო სემინარია. 1897 წელს გაემგზავრა საფრანგეთში, შევიდა ქ. ნანსის აგრონომიულ სასწავლებელში, შემდეგ ლოზანაში (შვეიცარია) დაამთავრა აგრონომიული ფაკულტეტი. ჟენევის უმაღლეს სასწავლებელში ისმენს ლექციების კურსს ქიმიაში. უცხოეთში იგი დიდი რევოლუციური წრეების მონაწილეა და პოპულარობით სარგებლობს ახალგაზრდებს შორის. რუსეთის პირველი რევოლუციის დროიდან კ. გოგელია ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ფიგურაა ანარქისტებს შორის და აქედან მოყოლებული, თებერვლის რევოლუციამდე რედაქტორობს სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებს, მონაწილეობს მიტინგებსა და დისკუსიებში, კითხულობს ლექციებს. 1905 წლის რევოლუციის დროს ჩამოდის სამშობლოში, სოხუმსა და თბილისში ეწევა რევოლუციურ პროპაგანდას, რედაქტორობს „ნობათს“ და „მუშას“. მაგრამ მალე მთავრობისაგან დევნილი ისევ ევროპას აფარებს თავს — ჯერ შვეიცარიაშია, შემდეგ საფრანგეთში. 1921 წელს კომანდო გოგელია მძიმე ავადმყოფი ჩამოდის საქართველოში. ცხოვრობს ჯერ ქუთაისში, შემდეგ ქობულეთში, სიცოცხლე დაასრულა ფსიქიატრულ საავადმყოფოში. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.