აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

გიორგი ჭავჭავაძე (1904-1962)

გამოჩენილი პინისტი და კომპოზიტორი. დაიბადა პეტერბურგში, 1904 წლის 30 აპრილს. ფორტეპიანოზე დაკვრა 4 წლის ასაკში დაიწყო. ექვსი წლის ასაკიდან სწავლობდა პეტერბურგის კონსერვატორიაში. ემიგრაციაში წასვლის შემდეგ სწავლა ლონდონში განაგრძო. 1927 წელს ლონდონშივე ჩატარდა მისი პირველი კონცერტი. დებიუტი ბრწყინვალე გამოდგა და დასაბამი მისცა მის საკონცერტო ტურნეებს ევროპასა და აშშ–ში. 1931 წელს სოლო კონცერტით გამოვიდა პარიზის Gaveau-ს დარბაზში. საგაზეთო სტატიებში გიორგი ჭაჭავაძეს ვირტუოზად მოიხსენიებდნენ. . მეორე მსოფლიო ომის დროს მართავდა საქველმოქმედო კონცერტებს „წითელი ჯვრის“ სასარგებლოდ აშშ–სა და კანადაში. 1962 წელს, 57 წლის ასაკში, მეუღლესთან ერთად დაიღუპა საავტომობილო კატასტროფაში საფრანგეთის ალპებში. დაკრძალულია საფრანგეთში. პასის სასაფლაოზე. საფლავის სურათი აღებული გვერდიდან ЛИТЕРАТУРНОЕ И ХУДОЖЕСТВЕННОЕ НАСЛЕДИЕ РУССКОЙ ЭМИГРАЦИИ