აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

კეკე (ეკატერინე) ჯუღაშვილი (1856-1937)

 

ეკატერინე გელაძე იყო უაღრესად მორწმუნე ქალი. მისი სურვილი იყო ერთადერთი ვაჟი მღვდელი გამოსულიყო და ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ იოსებს თბილისის სასულიერო სემინარიაში ესწავლა. ვაჟიც დედას ემორჩილებოდა და დიდი მონდომებით სწავლობდა ჯერ გორის სასულიერო სასწავლებელში, ხოლო შემდგომ თბილისის სასულიერო სემინარიაში. კეკე გელაძე მოესწრო იმ პერიოდს, როდესაც საბჭოთა კავშირის უზარმაზარი იმპერიის სათავეში საკუთარი ვაჟი მოექცა და გახდა საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი. კეკე გელაძემ სიცოცხლის უკანასკნელი წლები გაატარა თბილისში. გარდაიცვალა 1937 წლის 4 ივნისს, დაკრძალულია მთაწმინდის პანთეონში.