აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

გულო-აღა კაიკაციშვილი (1840-1923)

საზოგადო მოღვაწე. იღვწოდა თურქეთის მფლობელობაში მოქცეული ქართული მიწების საქართველოსთან შეერთებისათვის. ახლო ურთიერთობა ჰქონდა ი. ჭავჭავაძესთან, ა. წერეთელთან, ს. მესხთან, გ. ყაზბეგთან, გ. გურიელთან და სხვებთან. გულო კაიკაციშვილი პირველი პატრიოტი იყო აჭარიდან, რომელმაც მე-19 საუკუნის 70-იან წლებში ოსმალთა ბატონობის წინააღმდეგ ხმა აღიმაღლა და მას ილია მართალმა „აჭარის გული“ უწოდა. სისტემატურად აქვეყნებდა კორესპონდენციებს ქართულ პრესაში. ეწეოდა ქართული ენის დაცვის და განმათავისუფლებელი იდეების პროპაგანდას ქობულეთის მხარეში. იბრძოდა მუჰაჯირობის წინააღმდეგ 1877—1878 წლებში რუსეთ-ოსმალეთის ომის დროს. თურქთა დამარცხების შემდეგ ქობულეთის მხარის მოსახლეობის სახელით მიესალმა რუსეთის არმიისა და ქართული მილიციის სარდლობას. კაიკაციშვილი იუნკრად შევიდა ქობულეთის სახალხო მილიციის რაზმში და მალე ურიადნიკი გახდა. მისი ქველმოქმედებით, მის საკუთრებაში არსებულ საგვარეულო მამულში გაიხსნა პირველი ქართული სკოლა ქობულეთში. კაიკაციშვილი სიკვდილამდე უანგაროდ ემსახურებოდა მაჰმადიან ქართველთა შორის ქართული კულტურისა და განათლების აღორძინების საქმეს. დაკრძალულია ქობულეთის რაიონის სოფელ სამებაში.