აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

დავით დუმბაძე (1897-1970)

 

საზოგადო მოღვაწე. 1919 წელს დაამთავრა ქართული გიმნაზია და სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. აჭარაში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ, იგი ბათუმშია და მუშაობს პარტიის საოლქო კომიტეტში. 1922 წლიდან გადმოდის თბილისში და შვიდი წლის მანძილზე გაზეთ „კომუნისტის“ რედაქციის პასუხისმგებელი მდივანია. შემდეგ ხელმძღვანელობდა გაზეთ „საბჭოთა აჭარას“, იყო აჭარის სახკომსაბჭოსთან არსებული ხელოვნების საქმეთა სამმართველოს უფროსი. სხვადასხვა დროს დ. დუმბაძე „იზვესტიისა“ და „კომუნისტის“ წარმომადგენელია აჭარაში; ხოლო 1949-1955 წლებში „იზვესტიის“ საკუთარი კორესპოდენტია საქართველოში. ბოლოს იყო გამომცემლობა „საბჭოთა საქართველოს“ დირექტორის მოადგილე და მთავარი რედატორი. იგი ავტორია რამდენიმე წიგნისა ქართულ და რუსულ ენებზე. მასვე ეკუთვნის რუსი და უცხოელი მწერლების ნაწარმოებების მხატვრული თარგმანები. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.