აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

ზურაბ ავალიშვილი (1874-1944)

ისტორიკოსი, იურისტი, მეცნიერი, პუბლიცისტი. რუსეთის საიმპერატორო იურიდიული საზოგადოების გამგეობის წევრი საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის, ერთ-ერთი დამფუძნებელი. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუციის ერთ-ერთი მთავარი ავტორი. 1917 წელს თებერვლის რევოლუციის შემდეგ დაინიშნა სენატორად; 1918 წელს საქართველოში დაბრუნდა და დაინიშნა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის მთავარ მრჩევლად საგარეო პოლიტიკურ საკითხებში; რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ იგი იყო პოლიტიკური ემიგრანტი; ემიგრაციის წლებში ეწეოდა აქტიურ პოლიტიკურ და სამეცნიერო მოღვაწეობას. გარდაიცვალა გერმანიაში, 1944 წელს. 1994 წელს მისი ნეშტი გადმოასვენეს თბილისში, დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში