აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

ვასილ ჩერქეზიშვილი (1857-1910)

 

ქალაქ ტფილისის თავი. დაამთავრა თბილისის რეალური სასწავლებელი და შევიდა სამთო ინსტიტუტში, მაგრამ კურსი ვერ დაასრულა, დაბრუნდა სამშობლოში. ერთხანს მუშაობდა საადგილმამულო ბანკში, შემდეგ საკრებულოს მდივანი იყო. 80-იან წლებიდან თანამშრომლობდა გაზეთ „კავკაზში“. 1898 წელს ვასილ ჩერქეზიშვილი აირჩიეს თბილისის ქალაქის მმართველობის წევრად, შემდეგ ქალაქის მოურავის (თავის) მოადგილედ, ხოლო 1907 წელს ქალაქის მოურავად (თავად). სახელოვანი მამულიშვილი გულწრფელად დაიტირა მთელმა თბილისმა. იმდროინდელი გაზეთების ცნობით, ქალაქის თავის მოადგილეს ა ხატისოვს სამგლოვიარო მიტინგზე სიტყვით გამოსვლისას გული წასვლია და ძლივს მოუბრუნებიათ. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.