აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

ვიქტორ ხომერიკი (1910-1994)

პოლიტიკური მოღვაწე, გრიგოლ რობაქიძის ფონდის ერთ-ერთი ფუძემდებელი და გამგეობის წევრი. დაიბადა ციმბირში იმ დროს იქ გადასახლებული პოლიტიკური მოღვაწის ოჯახში. 9 წლისას გარდაეცვალა დედა, 1921 წელს საქართველოს სამხედრო ოკუპაციის შემდეგ11 წლის ასაკში გაჰყვა ქართულ ემიგრაციას. ცხოვრობდა ჯერ თურქეთში, შემდეგ საფრანგეთში. 1924 წელს დაუხვრიტეს მამა ნოე ხომერიკი, რომელიც დემოკრატიული საქართველოს მთავრობის მიწათმოქმედების მინისტრი იყო. საფრანგეთში დაამთავრა ჯერ კოლეჯი, შემდეგ საერთაშორისო ეკონომიკური უნივერსიტეტი პარიზში. სიცოცხლის უკანასკნელ პერიოდში იყო ჯენერალ მოტორსის წარმომადგენელი საფრანგეთში. იბრძოდა მეორე მსოფლიო ომის დროს, რომლის დროსაც მან საკუთარი სიცოცხლის ფასად დაიხსნა ქართველი ტყვეები გესტაპოს საკონცენტრაციო ბანაკიდან, რისთვისაც სამჯერ მოხვდა დასახვრეტთა სიაში. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.