აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

მიხეილ ზაალიშვილი (1865-1920)

 

პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე. 1885 წელს დაამთავრა ბაქოს რეალური სასწავლებელი, დაბრუნდა თბილისში და სწავლა განაგრძო სამასწავლებლო ინსტიტუტში, რომელიც 1887 წელს ოქროს მედლით დაასრულა. შემდეგ სწავლობდა სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში, რომლის დასრულების შემდეგ დაინიშნა წინამძღვიანთკარის სასოფლო სამეურნეო სკოლის გამგედ. 1887 წლიდან სწავლობდა პოლონეთში, სოფლის მეურნეობის და მეტყევეობის ინსტიტუტში. 1897 წელს დაამთავრა მოსკოვის სასოფლო–სამეურნეო ინსტიტუტი და მიიღო პირველი თანრიგის აგრონომის წოდება. 1897–1902 წლებში პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა ერევანში. 1902 წლიდან იყო გორის ამიერკავკასიის საოსტატო სასწავლებლის სემინარიის დამრიგებელი. 1907 წლიდან დაინიშნა გორის პროგიმნაზიის დირექტორად. 1912 წლიდან ეს პროგიმნაზია გიმნაზიად გადაკეთდა და მიხეილ ზაალიშვილი დირექტორად დანიშნეს. მან დიდი წვლილი შეიტანა საქართველოში საგანმანათლებლო და პედაგოგიური საქმიანობის განვითარებაში. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.