აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

ჰაირი ჰაირიოღლუ (ვახტანგ მალაყმაძე) (1936-2002)

 

თურქი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე, წარმოშობით ქართველი, მუჰაჯირთა შთამომავალი. აირი ჰაირიოღლუ დაიბადა ქართველ მუჰაჯირთა ოჯახში სოფელ ჰაირიეში. ამავე სოფლიდან იყო მისი მეგობარი და ქართველი კულტურული მოღვაწე აჰმედ ოზქანი (მელაშვილი). სტამბოლის ილდიზის პოლიციის სკოლის დასრულების შემდეგ წლების განმავლობაში, 1982 წლამდე მუშაობდა თურქეთის სამოქალაქო თავდაცვის სფეროში სხვადასხვა თანამდებობაზე. პარალელურად ეწეოდა სამეცნიერო და საზოგადოებრივ საქმიანობას; აგროვებდა თურქეთის ქართველების ფოლკლორულ ნიმუშებს, იკვლევდა მუჰაჯირობის ისტორიას; 1968 წელს აჰმედ ოზქანთან ერთად გამოსცა წიგნი „გურჯისტანი“. ჰაირიოღლუმ თურქულად თარგმნა იაკობ გოგებაშვილის „იავნანამ რა ჰქმნა?!“, მოამზადა, თარგმნა და ორ ტომად გამოსცა „ქართული საბავშვო ზღაპრები“, ასევე მუჰამედ ვანილიშისა და ალი თადილავას „ლაზების ისტორია“ (1992 წ.), ივანე ჯავახიშვილის, ნიკო ბერძენიშვილისა და სიმონ ჯანაშიას შრომების მიხედვით მომზადებული „საქართველოს ისტორია“ (1997) და სხვ. რამდენიმეჯერ ეწვია საქართველოს, პირველად 1977 წელს. გარდაიცვალა 2003 წელს; დაკრძალულია ქალაქ ინეგოლის სასაფლაოზე.