აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
რეჟისორები
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები, არქიტექტ.
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სამხედრო პირები
დამფუძნებელი კრება
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

შიო ჩიტაძე (1873-1906)

კრიტიკოსი, პედაგოგი, პუბლიცისტი. 1893 წელს ჩაირიცხა კიევის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე, კურსი მან წარმატებით დაასრულა 1897 წელს და მიწვეულ იქნა რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად კიევის გიმნაზიაში, 1904 წელს თბლისის ქართული გიმნაზიის გამგე-კომიტეტმა იგი რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად მოიწვია და მან თბილისის ქართულ გიმნაზიაში დაიწყო მუშაობა; მალე იგი გიმნაზიის ინსპექტორად იქნა დანიშნული; მისი ინიციატივითა და უშუალო ხელმძღვანელობით მოეწყო მასწავლებელთა ყრილობა თბილისში; მონაწილეობდა თბილისის სკოლების მოსწავლეთა მიტინგზე 1905 წლის სექტემბერში; სოციალ-ფედერალისტთა პარტიის ორგანოების "ცნობის ფურცლისა" და "შრომის" სარედაქციო კოლეგიის წევრი და მუდმივი თანამშრომელი იყო; 1906 წელს ცარიზმის აგენტებმა მისსავე საცხოვრებელ ბინაში მოკლეს. დაკრძალულია თბილისში, კუკიას სასაფლაოზე.