აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

თამარ ლაშქარაშვილი (1916-)

საქართველოს სსრ განათლების მინისტრი (1960-1976), საქართველოს დამსახურებული მასწავლებელი, 1937-დან 1951 წლამდე პედაგოგიურ სამუშაოზეა. იგი მუშაობდა საშუალო სკოლის მასწავლებლად, სასწავლო ნაწილის გამგედ, ხოლო შემდეგ დირექტორად. 1951 წლის დეკემბრიდან 1952 წლის აპრილამდე იგი მუშაობდა საქართველოს კპ თბილისის საოლქო კომიტეტის განყოფილების გამგედ. 1953 წლის აპრილიდან საქართველოს კპ თბილისის საქალაქო კომიტეტის მდივნად, ხოლო 1952 წლის სექტემბრიდან საქართველოს კპ თბილისის საოლქო კომიტეტის მდივნად. 1953 წლის აპრილიდან მუშაობდა საქართველოს კპ ცენტრალური კომიტეტის სკოლების განყოფილების გამგედ, ხოლო 1956 წლიდან, განყოფილების რეორგანიზაციის შემდეგ - მეცნიერების, სკოლებისა და კულტურის განყოფილების გამგის მოადგილედ. დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს პანთეონში.