აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

მელიტონ ბარათაშვილი (1795-1860)

თარჯიმანი, სახელმწიფო მოხელე, ნიკოლოზ ბარათაშვილის მამა. მელიტონ ბარათაშვილი, ბარათაშვილთა გვარის შთამომავალი, არ იყო მდიდარი მემამულე. იგი გამოირჩეოდა ხელგაშლილობით, პურადობით და როგორც მისი ცოლის, ეფემია ორბელიანის ძმა გრიგოლ ორბელიანი აღნიშნავს, იყო ,,მყვირალა და ანჩხლი". მელიტონის მამა, ნიკო ბარათაშვილი (გარდ. 1803 წელს) ანტირუსული ორიენტაციის პიროვნება იყო და არ შერიგებია საქართველოს სახელმწიფოებრიობის დაკარგვას, ამიტომ მან მრავალჯერ დაიმსახურა იმპერიის მიმართ ლოიალურად განწყობილი ძალების რისხვა. მელიტონი კი შემრიგებლური პოლიტიკით გამოირჩეოდა. ის კარგად ფლობდა რუსულსა და აღმოსავლურ ენებს, ამიტომ ახალ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას ახერხებდა. მან ჯერ მაიორის ჩინს მიაღწია, ხოლო შემდეგ სამოქალაქო სამსახურში გადაინაცვლა. უმუშავია საიდუმლო მრჩევლადა და თარჯიმნად, ხოლო შემდგომ თბილისის თავადაზნაურთა წინამძღოლადაც დაწინაურებულა. მელიტონი 1837 წელს საქართველოში ჩამობრძანებული რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ I-ის თარჯიმანიც ყოფილა. მელიტონს ორი ვაჟი (ნიკოლოზ ბარათაშვილი და დავითი, რომელიც მცირეწლოვანი გარდაცვლილა) და ოთხი ქალიშვილი (ეკატერინე, ბაბალე, ნინო (ნინუცა), სოფიო (აპლიპუტილა) ჰყოლია. მელიტონ ბარათაშვილი 1860 წლის ზამთარს, ოსიაურში, ქალიშვილის სასახლეში ატარებდა და იქვე გარდაცვლილა. დაკრძალულია სოფელ ოსიაურის სასაფლაოზე.