აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

ლევან ზურაბიშვილი (1906-1975)

ინჟინერი, ქართული ემიგრაციის თვალსაჩინო წარმომადგენელი და პარიზის ქართული სათვისტომოს მერვე თავმჯდომარე. ლევან ზურაბიშვილი ქუთაისში დაიბადა. ის ნიკო ნიკოლაძის შვილიშვილი გახლდათ.  1921 წლის მარტიდან ზურაბიშვილების ოჯახი ემიგრაციაშია. პირველ ხანებში სტამბოლში სახლდებიან. 1924 წლიდან ზურაბიშვილები პარიზში გადავიდნენ. 1931 წელს, პარიზის უმაღლესი საინჟინრო სკოლის დამთავრების შემდეგ, საფრანგეთის რკინიგზის უფროსობა შესთავაზეს, თუმცა ამისთვის საფრანგეთის მოქალაქეობა უნდა მიეღო, ლევანმა კატეგორიული უარი განაცხადა – მე ქართველი ვარ და ქართველად მოვკვდებიო, სამსახური "ფორდის საზოგადოების საფრანგეთის განყოფილება – "სიმკა–კრისლერში" დაიწყო. ამ საზოგადოებაში 39 წელი დაჰყო, უკანასკნელი 15 წლის მანძილზე დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. ლევან ზურაბიშვილი გარდაიცვალა 1975 წლის 10 თებერვალს პარიზში ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ. დაკრძალულია ლევილში.