აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

მიხეილ შარვაშიძე (1806-1866)

 

(ჩაჩბა), იგივე ხამუთ-ბეი, ზოგ შემთხვევაში, აფხაზეთის უკანასკნელი მთავარი 1822–1866 წლებში, უბრწყინვალესი თავადი, გენერალ-ადიუტანტი. მამის, საფარ-ბეის ნებით მიხეილმა მიიღო ქრისტიანობა გაგზავნილ იქნა თბილისში კავკასიის ცალკეული კორპუსის (Отдельный Кавказский корпус) მთავარსარდლის შტაბში. 1830 წელს აფხაზეთში დაიწყო მოძრაობა თურქეთის ქვეშევრდომობაში გადასასვლელად. მიხეილ შარვაშიძემ შეძლო თავიდან აეცილებინა მოვლენათა ამგვარი განვითარება და დაელოდა რუსული ჯარის მოსვლას, რომელმაც საბოლოოდ ჩაახშო ეს მოძრაობა. მიხეილ შარვაშიძე 1866 წ. 16 აპრილს გარდაიცვალა. მაისის თვეში მისი ნეშტი ჩამოასვენეს და მოქვის ტაძარში დაკრძალეს. მოქვის ტაძარში დაკრძალული მიხეილ შარვაშიძის  საფლავზე ეპიტაფია ამოკვეთილია ქართული ასო­­მთავ­რულით.