აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

იაკობ ანფიმოვი (1852-1930)

რუსი ნევროპათოლოგი და ფსიქიატრი, დამსახურებული პროფესორი. პეტერბურგის  სამედიცინო-ქირურგიული აკადემიის დამთავრების შემდეგ ნიშნავენ თბილისის სამხედრო ჰოსპიტალში ორდინატორად. 1885-1892 წლებში პეტერბურგში სამხედრო ფსიქიატრიისა და ნერვიულ სნეულებათა კათედრაზე ორდინატორი და ასისტენტიდან პრივატ დოცენტამდე დაწინაურდა სადოქტორო დისერტაციის დაცვის შემდეგ. 1892-1894 წლებში განაგებდა ტომსკის უნივერსიტეტის ნერვიულ სნეულებათა და ფსიქიატრიის კატედრას. 1894 წლიდან მთელი 25 წლის მანძილზე ხარკოვის უნივერსიტეტის ნევროპათოლოგიისა და ფსიქიატრიის კათედრის ხელმძღვანელია. 1920 წელს იაკობ ანფიმოვი აირჩიეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნერვიულ სნეულებათა კათედრის გამგედ, სადაც მან 1925 წლამდე დაჰყო. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.