აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

ჯიმშერ (ჯიმი) ანთელავა (1928-1987)

 

ოფთალმოლოგი, საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, პროფესორი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი, ხოლო ასპირანტურის კურსი მოსკოვის პირველ სამედიცინო ინსტიტუტში გაიარა, სადაც დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია და იქვე დარჩა სამუშაოდ. 1958 წელს დაბრუნდა თბილისში, დაიცვა სადოქტორო დისერტაცია. 1972 წლიდან სათავეში ჩაუდგა ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის თვალის სნეულებათა კათედრას. მისი ინიციატივით აშენდა ახალი რესპუბლიკური თვალის სნეულებათა საავადმყოფო, რომლის ბაზაზე შეიქმნა რესპუბლიკის ოფთალმოლოგიური ცენტრი ორთაჭალაში. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.